კულტურის სფეროს წარმომადგენლები ერთიანდებიან - ახლი მოძრაობა "კულტურა დემოკრატიისთვის" დეკლარაციაზე მუშაობს
კულტურის სფეროს წარმომადგენლები ერთიანდებიან - ახლი მოძრაობა "კულტურა
დემოკრატიისთვის" დეკლარაციაზე მუშაობს, რომელიც ქვეყანაში სფეროს ფუნდამენტურ რეფორმას ითვალისწინებს.
მოძრაობის წევრები დოკუმენტს, როგორც კულტურის სფეროს სახელმძღვანელოს, ყველა ევროპულ, პოლიტიკურ და სამოქალაქო ერთობას წარუდგენენ.
ხელოვანები ამბობენ, რომ ის, რაც ამ სფეროში ხდება, საქართველოს დემოკრატიას საფრთხეში აყენებს და სფეროს კრიზისში აგდებს.
კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულების თეორეტიკოსები, მკვლევრები და ხელოვანები გავერთიანდით იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ჩამოვაყალიბოთ, განვაცხადოთ ეროვნული, პროდასავლური, დემოკრატიული ღირებულებები ჩვენი კულტურის. მიტაცებული აქვთ ძალიან არაჯანსაღ ძალებს ეროვნული კულტურის ცნება, იდეა. ხელისუფლება, რომელიც ღიად უარყოფს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს და მის ევროინტეგრაციას, ამ დოკუმენტში ეს ხელისუფლება ვერაფერს ვერ გაიგებს", - ამბობს კულტურის სფეროს წარმომადგენელი.