თბილისში ველოსიპედით მოძრავ მოზარდს ავტომობილი დაეჯახა

31.07.21 20:19
თბილისში ველოსიპედით მოძრავ მოზარდს ავტომობილი დაეჯახა

თბილისში მოზარდს ავტომობილი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული ველოსიპედით გადაადგილდებოდა. მოზარდი კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.