კადრები შემთხვევის ადგილიდან, სადაც ქალის ცხედარი იპოვეს (ვიდეო)

31.07.21 20:37
კადრები შემთხვევის ადგილიდან, სადაც ქალის ცხედარი იპოვეს (ვიდეო)

ამ წუთებში მთაწმინდის ფერდზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე სავარაუდოდ, გარდაცვლილი ავსტრალიელი ტურისტის ცხედარი იპოვეს, თუმცა შსს ინფორმაციას ამ დრომდე არ ადასტურებს. უწყების ცნობით, ცხედარი ნაპოვნია, თუმცა არ აკონკრეტებენ არის თუ არა ის 31 წლის ავსტრალიელი ქალი.

ამ დრომდე დაუდგენელია რა ვითარებაში გარდაიცვალა 31 წლის ტურისტი, შანე ბრუკი.

ავსტრალიელი ტურისტი მთაწმინდიდან გუშინ გაუჩინარდა. მან ბოლოს მეგობარს დაურეკა, რა დროსაც შველას ითხოვდა. მეგობრების თქმით, მას თავს დაესხნენ, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი გაწყდა.

ვიდეო