გარდაცვლილი ავსტრალიელის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

31.07.21 20:53
გარდაცვლილი ავსტრალიელის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

ავსტრალიელი ქალის ცხედრის პოვნიდან 2 საათის შემდეგ შსს განცხადებას ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით,  რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვეს. უწყებაში არ აკონკრეტებენ რა დაზიანებები აღმოაჩნდა ავსტრალიელ ქალს.


უცხო ქვეყნის მოქალაქე მიმდინარე წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. ​შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთაწმინდის ფერდობზე სამძებრო ღონისძიებები დაიწყეს.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულები იყვნენ კრიმინალური პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

ასევე ძებნის ოპერაციაში ჩართულები იყო საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახური.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო. დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები, ტარდება ყველა საჭირო ოპერატიული და საგამოძიებო და ღონისძიება", -აღნიშბულია განცხადებაში.

მთაწმინდის ფერდზე, სადაც ქალის ცხედარი იპოვეს ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. უკვე მოხდა ცხედის დათვალიერება.