გარდაცვლილი ავსტრალიელი ქალის ცხედარს მძიმე დაზიანებები აღენიშნება

31.07.21 21:34
გარდაცვლილი ავსტრალიელი ქალის ცხედარს მძიმე დაზიანებები აღენიშნება

გარდაცვლილი ავსტრალიელი ქალის ცხედარს მძიმე დაზიანებები აღენიშნება.შანე ბრუკის ცხედარს მრავლობითი  დაზიანებები აღენიშნება, მათ შორის, სახის არეშიც. ქალს ტანსაცმელი აქვს შემოხეული, რაც დასაბუთებულ ვარაუდს ქმნის, რომ მასზე ძალადობა განხორციელდა.

 კადრების გადაღება ტვ პირველის აეროგადაღების კამერამ შეძლო, თუმცა სურათი იმდენად მძიმეა, რომ მისი გასაჯაროება მიზანშეწონილი არ არის. 

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ავსტრალიის მოქალაქე მთაწმინდიდან გუშინ გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოები დაგვიანებით დღეს დილას დაიწყო. ცხედარი საღამოს მთაწმინდის ფერდზე იპოვეს, თუმცა შსს-ს ამ დრომდე დამატებითი დეტალების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

 

მსგავსი სიახლეები