ჩვენი ავტორების გადაწყვეტილებით, ლიტერადან ყველა წიგნი მოიხსნა - გამომცემლობა "ინტელექტი"

01.08.21 10:42
ჩვენი ავტორების გადაწყვეტილებით, ლიტერადან ყველა წიგნი მოიხსნა -  გამომცემლობა "ინტელექტი"

გამომცემლობა "ინტელექტი" "ლიტერას" კონკურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით,  ლიტერატურული პრემიის კონკურსიდან  გამომცემლობის ყველა წიგნი მოიხსნა. 

"ჩვენი ავტორების გადაწყვეტილებით, გამომცემლობა ინტელექტმა პრემია ლიტერადან ყველა წიგნი მოხსნა!" - წერს გამომცემლობა. 

შეგახსენებთ, რომ "ლიტერას" კონკურსს უნდობლობა მწერლებმა მას შემდეგ გამოუცხადეს, რაც ჟიურიში კულტურის სამინისტრომ საკუთარი წარმომადგენელი შეიყვანა. პროტესტის ნიშნად ჟიური ყველა წევრმა დატოვა, გარდა სამინისტროს წარმომადგენლისა.„მწერალთა სახლის“ დირექტორი არ გამორიცხავს, რომ პრემია „ლიტერა“ აღარ ჩატარდეს.