შსს ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს

01.08.21 10:48
შსს ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს

ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეზე მუხლი გადაკვალიფიცირდა და გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, აქტიურად გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას განზრახ მკვლელობის, სსკ-ს 108-ე მუხლით აწარმოებენ.

სამართალდამცავები აქტიურად აგრძელებან ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ჩატარებას დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით”, - ამბობენ  უწყებაში.

ამ დრომდე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სსკ-ს 143-ე მუხლით მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, გაუჩინარებული ავსტრალიელი ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდობზე გუშინ საღამოს იპოვეს. ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება., თუმცა ესპერტიზის ოფიციალური პასუხი ჯერჯერობით უცნობია. 31 წლის შანე ბრუკი საქართველოში ერთ წელიწადზე მეტი იმყოფებოდა, ის მასწავლებელი იყო, პარალელურად კი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობდა.