მოკლული ავსტრალიელის საქმე - შსს-ს ამ დრომდე კამერის ჩანაწერები არ ამოუღია

01.08.21 11:10
მოკლული ავსტრალიელის საქმე - შსს-ს ამ დრომდე კამერის ჩანაწერები არ ამოუღია

31 წლის მოკლული ავსტრალიელი ქალის პოვნიდან 15 საათი გავიდა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები მხოლოდ ცხედრის პოვნის ადგილზე და შანაე ბრუკის სახლში ჩატარდა. ამ დრომდე  არ ამოუღიათ კამერის ჩანაწერები, რომელიც ავსტრალიელი ქალის გადაადგილების მარშუტს დაადგენდა.

გოგებაშვილის ქუჩაზე, სადაც ბრუკი წელიწადზე მეტი ცხოვრობდა, სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული, რომლის გაშიფვრის შემდეგ ცხადი უნდა გახდეს რა გზით გადაადგილდებოდა ავსტრალიელი ქალი.