მოკვლას ცდილობდა - მთაწმინდაზე თავს სხვა ქალ ტურისტებსაც დაესხნენ

01.08.21 13:12
მოკვლას ცდილობდა  - მთაწმინდაზე თავს სხვა ქალ ტურისტებსაც დაესხნენ

მთაწმინდის მიდამოებში ტურისტზე თავდასხმის ფაქტი პირველი შემთხვევა არ არის. ავსტრალიელი ქალის მკვლელობის შემდეგ სოციალურ ქსელში რამდენიმე ადამიანის პოსტი გავრცელდა, სადაც ისინი თავდასხმის სხვადასხვა შემთხვევის შესახებ   ყვებიან.

ერთ-ერთი შემთხვა 2020 წლის 16 მაისს მოხდა. ისრაელის მოქალაქე ქალს თავს დაესხა კაცი, რომელიც მასზე ძალადობდა. თავდასხმიდან წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა შსს-ს ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

ისრაელის მოქალაქეზე თავდასხმის დეტალებს ტვ პირველთან მისი მეგობარი,ალექსანდრე კვახაძე ყვება. კვახაძე  ამბობს, რომ ტურისტმა კაცის მოგერიება შეძლო, პოლიციას მიმართა, თუმცა საგამოძიებო უწყებამ არავინ დააკავა.

სეირნობდა ამ მთაწმინდის ამ ბილიკებზე და მას თავს დაესხა მამაკაცი, მას მოსაკლავად სცემდა, თუმცა მოახერხა თავის დაღწევა. მან მიიღო მოტეხილობები, შეატყობინა პოლიციას, მისცა დეტალური ჩვენება, მაგრამ შემდეგ რომ მოიკითხა  არავინ დაუკავებიათ, სავარაუდოდ, ვერ მოახდინეს იდენტიფიცირება.

კუს ტბისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ საფეხმავლო ბილიკზე აეკიდა მამაკაცი და ცდილობდა ძალადობრივი  აქტის განხორციელებას, თუმცა ვერ მოახერხა და არის კიდევ სხვა შემთხვევებიც", - ამბობს კვახაძე.

ავსტრალიელი ქალის, შანაე ბრუკის ცხედრის პოვნიდან 19 საათი გავიდა, თუმცა შსს არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.