გარდაცვლილი ავსტრალიელის საქმე - პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები დაიწყო

01.08.21 15:02
გარდაცვლილი ავსტრალიელის საქმე - პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები დაიწყო

პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები დაიწყო. დიღმის სამმართველოში შანე ბრუკის მეგობრები და თანამშრომლები  მივიდნენ. გამოკითხვაზე დაბარებული არიან ასევე ქალის მეზობლები.

დეტალები უნდა მოვუყვე პოლციიას, გვამი ამოიცნეს და ნამდვილად შანაეს ცხედარია", - ამბობს ბრუკის მეგობარი.

მეგობრების  ინფორმაციით, გარდაცვლილის ძმა საქართველოში ჩამოდის. პანდემიის გამო ჩამოსვლას ვერ ახერხებენ ბრუკის მშობლები.