"ტაძარში ქალის ლაპარაკი დაუშვებელია"- სტეფანემ ქალი ტაძრიდან ძალის გამოყენებით გააძევა

01.08.21 15:19
"ტაძარში ქალის ლაპარაკი დაუშვებელია"- სტეფანემ  ქალი  ტაძრიდან ძალის გამოყენებით გააძევა

ხმაური ჭყონდიდის ეპარქიაში -  მეუფე სტეფანემ სატრაპეზოს თანამშრომელი ჯერ სამსახურიდან გააგდო, დღეს დილით კი წირვა ძალის გამოყენებით დაატოვებინა. ქალი სასულიერო პირისგან განმარტებას ითხოვდა, რატომ გაუშვეს ის სამსახურიდან. მეუფემ მას არ მოუსმინა და სტიქაროსნებს ტაძრიდან ძალის გამოყენებით  გააგდებინა. კადრები სააგენტო "თაიმერმა" გადაიღო.

"ტაძარში ქალის ლაპარაკი დაუშვებელია", - თქვა მეუფე სტეფანემ და ქალის გაგდების ბრძანება გასცა.