უბედური შემთხვევა კახეთში - კაცს სახელოსნოში ავტომობილი დაეცა

01.08.21 16:46
უბედური შემთხვევა კახეთში -  კაცს სახელოსნოში ავტომობილი დაეცა

კახეთში უბედური შემთხვევის შედეგად შუახნის კაცი გარდაიცვალა. სოფელ ახაშენში, სახელოსნოში კაცს მოწყობილობაზე მდგარი ავტომობილი დაეცა.

დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტს ოპერაციაც ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.