ავსტრალიელი ქალის მკვლელი სავარაუდოდ, იდენტიფიცირებულია

01.08.21 17:03
ავსტრალიელი ქალის მკვლელი სავარაუდოდ, იდენტიფიცირებულია

მოკლული ავსტრალიელი ქალის, შანე ბრუკის მკვლელი სავარაუდოდ, უკვე იდენტიფიცირებულია. შედგენილია ფოტო რობოტი, რომლის მიხედვითაც, დამნაშავეს მთელ ქალაქში ეძებენ. 

დამნაშავის სავარაუდო ასაკი 25-30 წელია, 170 სმ-ზე მაღალი, სპორტული აღნაგობის, 
ღია ფერის თვალებით. გარდაცვლილი ქალის მეზობლების თქმით, სამართალდამაცვები დაინტერესდნენ ხო არ უნახავთ მსგავსი მამაკაცი. 

შსს-ს ამ დრომდე განცხადება არ გაუვრცელებია.

შეგახსენებთ, გაუჩინარებული ავსტრალიელი ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდობზე გუშინ საღამოს იპოვეს. ქალს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება., თუმცა ესპერტიზის ოფიციალური პასუხი ჯერჯერობით უცნობია. 31 წლის შანე ბრუკი საქართველოში ერთ წელიწადზე მეტი იმყოფებოდა, ის მასწავლებელი იყო, პარალელურად კი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობდა.