დინამო ბათუმის აკადემიის ახალგარდა ფეხბურთელი გარდაიცვალა
ბათუმის დინამოს აკადემიის ახალგაზრდა ფეხბურთელი, დიმა შიტაკაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას კლუბის აკადემია ოფიციალურ Facebook-გვერდზე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელი სიმაღლიდან გადავარდა.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დინამო ბათუმის აკადემიის ფეხბურთელის დიმა (კარაი) შიტაკაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო",- ნათქვამია განცხადებაში.