ჩვენი პოპულაციისთვის ძალიან მძიმე მაჩვენებელია 33 გარდაცვლილი დღეში - სოფო ჯაფარიძე

01.08.21 17:26
ჩვენი პოპულაციისთვის ძალიან მძიმე მაჩვენებელია 33 გარდაცვლილი დღეში - სოფო ჯაფარიძე

სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში კოვიდ სტატისტიკა და გარდაცვალების მაჩვენებელი საგანგაშო ნიშნულზეა. "მედგიდის" დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ეს შედეგები ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა მოიტანა.

ჩვენი პოპულაციისთვის ძალიან მძიმე მაჩვენებელი არის 33 გარდაცვლილი დღეში იმიტომ, რომ ფაქტიურად, მსოფლიოში ლეტალობა საგრძნობლად შემცირდა ქვეყნებმა აცრეს თავიანთი მოქალაქეები და საზოგადოებრივ იმუნიტეტს უმეტესმა მათგანმა მიაღწია, მაგრამ ჩვენ 5 პროცენტიც კი არ გვყავს აცრილი, ეს არის ყველაფერი რის გამოც იჩაგრებიან და ზარალდებიან ჩვენი მოქალაქეები" - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის შედეგად საქართველოში, ბოლო 24 საათში 33 პაციენტი გარდაიცვალა.