მარჯანიშვილზე ფრანგ ქალ ჟურნალისტებს თავს დაესხნენ და სექსუალურად შეავიწროვეს

01.08.21 20:03
მარჯანიშვილზე ფრანგ ქალ ჟურნალისტებს თავს დაესხნენ და სექსუალურად შეავიწროვეს

თბილისში მარჯანიშვილის გამზირზე საფრანგეთიდან ჩამოსულ ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფს თავს დაესხნენ. ჟურნალისტი ქალები და მათი ქართველი მასპინძელი ქალაქის ცენტრში ჯერ  სექსუალურად შეავიწროვეს, შემდეგ კი აედევნენ. არსებული ინფორმაციით, ქალები თავის დაღწევას ტაქსით ცდილობდნენ, რა დროსაც ორი მამაკაცი მას ფეხით მისდევდა.

შემთხვევა გუშინ მარჯანიშვილის გამზირზე მოხდა. ფაქტს თვითმხილველები ჰყავს.

ქალის ინფორმაციით, პატრული სიახლოვეს იდგა, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. ფრანგი სტუმრების ქართველი მასპინძელი ამბობს, რომ 112-ში დარეკვა მათ ვერ მოახერხეს, რადგან მამაკაცებისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ.

მოვიდა 2 ბიჭი, დაიწყეს შეურაცხყოფების მოყენება, იწევდნენ გოგოებზე, პატრული დგას იქვე, აბსოლუტურად არ ეშინოდათ. მამაკაცები იდგნენ, იცინოდნენ, არცერთს არ უცდია ჩვენი დაცვა ან სიტუაციის განეიტრალება, გამოგვეკიდნენ დედის გინებით". მომიახლოვდა და საშინელებებს მეუბნებოდა", - ამბობს მასპინძელი.

 

 

მსგავსი სიახლეები