კორონავირუსმა უჰანის ლაბორატორიიდან გამოჟონა - რესპუბლიკელი კონგრესმენების ანგარიში

02.08.21 10:49
კორონავირუსმა უჰანის ლაბორატორიიდან გამოჟონა - რესპუბლიკელი კონგრესმენების ანგარიში

რესპუბლიკელი კონგრესმენების მტკიცებულებების მიხედვით, კორონავირუსმა ჩინეთის კვლევითი დაწესებულების ლაბორატორიიდან გამოჟონა. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენების  ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები კორონავირუსების მოდიფიცირებაზე მუშაობდნენ.ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსის გავრცელების წყაროდ ცხოველების ბაზარი გამოირიცხა. 

ახლა გვჯერა, რომ დროა, სრულიად შეგვიძლია  გამოვრიცხოთ ცხოველების ბაზარი, როგორც წყარო. ასევე მიგვაჩნია, რომ მტკიცებულებათა სიჭარბე ადასტურებს, რომ ვირუსმა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან გაჟონა 2019 წლის 12 სექტემბრამდე,“ - აღნიშნულია ანგარიშში.

ჩინეთი უჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის გამოჟონვას უარყოფს. ვირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად უჰანში 2019 წელს დაფიქისრდა.