ბრალდებული თვითონ გამოცხადდა პროკურატურაში - სამხარაულიდან მოპარული მტკიცებულებების საქმე

02.08.21 11:45
ბრალდებული თვითონ გამოცხადდა პროკურატურაში - სამხარაულიდან მოპარული მტკიცებულებების საქმე

ექსპერტიზის ბიუროდან გატანილი  მტკიცებულებებს პოლიცია ამ დრომდე ქვეყნის მასშტაბით ლომბარდებში ეძებს. მტკიცებულებების დალომბარდებაში ბრალდებული სამხარაულის ბიუროს ექსპერტის ადვოკატი გიორგი ფანცულია ამბობს, რომ  მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს და საგამოძიებო უწყებას ინფორმაცია თავად მიაწოდა. 

ის ბრალი, რომლითაც მას კვალიფიკაცია შეერაცხა, გამოწვეული იქნა იქიდან გამომდინარე, რომ ის საკუთარ სამსახურში, ისევე პროკურატურაში თვითონვე გამოცხადდა და თვითონ ჩააყენა საქმის კურსში ხელმძღვანელობა და არ შეესაბამება სიმართლეს, რომ თითქოს მათი ინიციატივით მოხდა შემოწმება. ეს მტკიცებულებები იყო სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმის, მაგრამ კონკრეტულად რომელი სისხლის სამართლის საქმეს და კატეგორიებს მიეკუთვნებოდა მე ვერ მივცემ ჩემ თავს ვისაუბრო იმიტომ, რომ იმ სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება დადგეს დიდი პრობლემების წინაშე", - ამბობს ფანცულაია.

ექსპერტიზის ბიურო გაუჩინარებულ სისხლის სამართლის მტკიცებულებების შესახებ განცხადებას ამ დრომდე არ აკეთებს.

ტექნიკა, სადაც მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის მტკიცებულებები ინახებოდა, ექსპერტიზის ბიუროს საინფორმაციო დეპარტამენტის თანამშრომელმა დავით უმანკოშვილმა დაალომბარდა. უმანკოშვილმა ამბის შესახებ თავად აღიარა და მტკიცებულებების დალომბარდების ფაქტი ფინანსური პრობლემებით ახსნა. ამ ფაქტს შაბათის ეთერთან  უმანკოშვილის დაც ადასტურებს.

დაკარგულია 150 ნივთმტკიცება. პოლიციამ 20 ნივთმტკიცებას ლომბარდებში მიაკვლია.