თავდასხმა 1 ბოთლი ლუდის გამო - ვინ არის კაცი, რომელიც “გლოვოს“ კურიერის დაჭრის ბრალდებით დააკავეს?
8 თავდამსხმელიდან მხოლოდ ერთი დაკავებული - ერთვიანი ძებნის შემდეგ დააკავეს პირი, რომელმაც გლოვოს კურიერს 1 ბოთლი ლუდის გამო იარაღიდან ესროლა. თუმცა, დაზარალებულის ოჯახი ირწმუნება, რომ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში 8 პირი მონაწილეობდა.
ადვოკატის მტკიცებით, მათ ბრალი მინიმუმ დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის უნდა წაუყენონ. დაცვის მხარეს დღემდე არ აძლევენ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებსაც. ასევე უცნობია ამოღებულია თუ არა ის იარაღი, რომლითაც კურიერს უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს.
დეტალები ანა მდივანის რეპორტაჟში.