ექსკლუზივი: რას სთავაზობდა “დინამო“ ფეხბურთის ფედერაციას (დოკუმენტი)

“პირველებმა“ კიდევ ერთი წერილი მოიპოვა, რომელიც 6 აგვისტოს “დინამო არენას“ ადმინისტრაციამ ფეხბურთის ფედერაციას გაუგზავნა.
როგორც წერილში ვკითხულობთ, სტადიონი მზადაა მიიღოს 2024 წელს გასამართი უეფას ერთა ლიგის თამაშები.
ჩვენს სტადიონზე უეფას ეგიდით ჩატარდა ევროპის 2024 წლის პლეი ოფის ტამაშები. აგრეტვე 2023 წლის ახალგაზრდული ევროპის ჩემიპიონატის 3 ჯგუფური და 1 მეოთხედფინალური მატჩი.
დამატებით გვინდა გაცნობოთ, რომ ვინაიდან დინამოს არენას პირველი იარუსი, ექსპერტთა მოსაზრებით, საჭიროებს დეტალურ შემოწმებას, აღნიშნულის განხორციელებამდე შეგიძლიათ ისარგებლოთ, მხოლოდ მეორე იარუსით, ასევე ვიპ ლოჟით და სკაი ბოქსით, რომლითაც შეძლებთ 41 000 მეტი მაყურებლის მასპინძლობას“,- წერია წერილში.