გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის განცხადება - რას ამბობენ გელათის მცველები
ეს არის არასერიოზული დამოკიდებულება - ასე პასუხობენ გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებას გელათის მცველები.
„ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი ამბობს, რომ საპატრიარქოს მიერ დასახელებული მიზეზები საფუძველმოკლებულიაა და არსებულ რელობას არ შეესაბამება.
ჩვენ მოვისმინეთ, რომ თითქოს იქ დახვდათ უფრო მეტი სამუშაო განსახორციელებელი, ვიდრე წინასწარ იყო გათვლილი. ეს პროფესიული მიდგომებია რა თქმა უნდა სტატიკურ მდგომარეობაში იყო ვითარება. ხარაჩოები იყო ისე აწყობილი, რომ ადვილად შეიძლებოდა განგეცადა რა ტიპის სამუშაო იყო განსახორციელებელი, რაც შეეხება მეორე ახსნას, რომ თითქოს ამინდებმა განაპირობა, მზიანმა ამინდებმა, სამუშაოების გახანგრძლივება, რბილად, რომ ვთქვათ ეს არის არასერიოზული დამოკიდებულებაა. აგვისტოს თვეში, სიცხეებს რაღაცნაირად უცნაურად უყურებენ ეს ადამიანები".- განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა.
გელათის რეაბილიტაციასა და ტაძრის გახსნასთან დაკავშირებით, საპატრიარქო გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რატომ ვერ დასრულდა ისტორიული ტაძრის გადახურვის სამუშაოები 15 აგვისტომდე. მიზეზად კი ზაფხულის სიცხე დაასახელა.
ამასთან, საპატრიარქო საზოგადოებას სთხოვს, “გელათის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე,“ გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ შეზღუდვებს.