ყველაზე მეტი საქონელი საქართველოს ყირგიზეთში, ყაზახეთსა და რუსეთში გააქვს

19.08.24 13:36
ყველაზე მეტი საქონელი საქართველოს ყირგიზეთში, ყაზახეთსა და რუსეთში გააქვს

იანვარ-ივლისში საქართველოს ექსპორტმა 3 532 200 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 1.3%-ით არის შემცირებული - ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.3 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საექსპორტო სამეულია: ყირგიზეთი (587 500 000 აშშ დოლარი), ყაზახეთი (446 500 000 აშშ დოლარი) და რუსეთი (407 200 000 მლნ. აშშ დოლარი).

საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონელი 2024 წლის იანვარ-ივლისში:

  • მსუბუქი ავტომობილები - 1.19 მილიარდი დოლარი
  • ფეროშენადნობები - $201 მილიონი დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - $174 მილიონი დოლარი
  • სპირტიანი სასმელები - $162 მილიონი დოლარი
  • ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $117 მილიონი დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - $97 მილიონი დოლარი
  • გაზიანი შაქრიანი სასმელები - $75 მილიონი დოლარი
  • აზოტოვანი სასუქები - $73.4 მილიონი დოლარი
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $63 მილიონი დოლარი
  • ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - $58 მილიონი დოლარი

მსგავსი სიახლეები