პროცესი ცესკოს წინააღმდეგ - "ძლიერი საქართველო" გადაწყვეტილების მოლოდინში

20.08.24 14:21
პროცესი ცესკოს წინააღმდეგ - "ძლიერი საქართველო" გადაწყვეტილების მოლოდინში

 "ძლიერი საქართველო" გადაწყვეტილების მოლოდინში - ცესკოს წინააღმდეგ დაწყებულ საქმეზე,  გადაწყვეტილებაა სავარაუდოდ რამდენიმე საათში გამოცხადება.  მოსამართლე ნინო აფციაურმა უნდა გადაწყვიტოს რამდენად კანონიერი და საარჩევნო პრინციპებთან შესაბამისია ახალი დადგენილება, რომლის საშუალებითაც საუბნო კომისიის წევრები როლებს არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გაინაწილებენ.  

"ძლიერი საქართველოს" ლიდერის და ცესკოს წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, სამართლებრივი თვალსაზრისით , საქმე არის უმარტივესი და მხოლოდ ერთი გადაწყვეტილების მიღება იქნება სწორი, რომ ცესკოს გასაჩივრებული დადგენილება არის უკანონო. 

სასამართლო პროცესზე  ყველაფერი  ძალიან ცხადი და ნათელი იყო, სინამდვილეში ეს კონკრეტული საქმე არის უმარტივესი, შეიძლება ითქვას პრიმიტიულიც კი სამართლებრივი თვალსაზრისით. ყველა არგუმენტი არის ცალსახა და სახეზე. ყველანაირი  ლოგიკით, აქ შეიძლება დადგეს ერთი გადაწყვეტილება, რომ ცესკოს გასაჩივრებული დადგენილება არის უკანონო და ის უნდა გაუქმდეს'',- ამბობს სიორიძე. 

ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის გიორგი სანტურიანის განცხადებით კი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის  მოსაზრებების სამართლებრივი საფუძველი არსებობს.

ჩვენი მოსაზრების, შესაბამისი სამართლებრივი, კანონიერი საფუძველი არსებობდა , რაც გაჟღერებული იქნა სასამართლოში, რაც შეეხება ზუსტად ეს საკითხი არის სადავო და ჩვენ ჩვენს არგუმენტებს ვემყარებით და მოსარჩელე თავის არგუმენტებს დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას'',- ამბობს გიორგი სანტურიანი

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ცენტრალური საარჩევნო კომისია უბნებზე კომისიის წევრებს ფუნქციებს არა არჩვენების დილას, არამედ ერთი კვირით ადრე გაუნაწილებს.

არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება ნაკადის მომწესრიგებელი, ან რეგისტრატორი, რაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს უჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ახალი გადაწყვეტილებით "ოცნებამ" საარჩევნო პროცესი გააკონტროლოს.