თბილისის სააპელაციო სასამართლომ “ძლიერი საქართველოს“ სარჩელი არ დააკმაყოფილა

02.09.24 17:49
თბილისის სააპელაციო სასამართლომ “ძლიერი საქართველოს“ სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კოალიცია“ ძლიერი საქართველოს“ სარჩელი და ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ცესკოს დადგენილების შესახებ.

საქმე ეხებოდა არაპარტიული წევრების ანაზღაურებას, რომელიც კოალიციის წარმომადგენლების მტკიცებით, იმაზე მეტია, ვიდრე პარტიების  მიერ წარდგენილი კადრების.  ოპოზიციურ გაერთიანებაში ფიქრობენ, რომ ეს მიდგომა დისკრიმინაციულია.

ნათლად გამოჩნდა, რომ მოხდა დაყოფა ადამიანების, საარჩევნო ადმინისტრატორებისა ტავისიანებად და ოპოზიციად. რეალურად ეს არის ამისი საფუძველი. ბუნებრივია, რომ განსაკუთრებული მოლოდინი არავის ჰქონია, რომ შესაძლებელი იყო სიმართლის მიღწევა, ან უსამართლობის აღმოფხვრა. შეიძლება სასამართლო პროცესში ვერ მივაღწიოთ არჩევნებამდე, მაგრამ აუცილებლად, ადამიანების და ჩვენი ბრძოლა დაფასდება 26 ოქტომბერს და მის შემდეგ“, - განაცხადა სიორიძემ. 

ბოლო 10 დღეში,  2 -ჯერ დაადასტურა სასამართლომ რომ ცესკოს თურმე კანონის მოთხოვნების შეცვლა შეუძლია, და შეუძლია ისე დაადგინოს, როგორც მას მიაჩნია სწორად, ეს რა თქმა უნდა, საშიში პრეცედენტია, თუმცა, სამწუხაროდ, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ცესკოს ამ უკანონო დადგენილებებს გაასწორებს და მიუთითებს, პირიქით“,- ამბობს თორნიკე ართქმელაძე.

ცესკო იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი არ იზიარებს ოპოზიციის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კომისიის წევრები შრომის ანაზღაურება დისკრიმინაციულია და აცხადებს, რომ ცესკო ხელმძღვანელობდა იმ მოთხოვნებით, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

როგორც საქალაქო, ასევე სააპელაციო სასამართლოში აპელანტის და შესაბამისად მოსარჩელის მხარის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. ჩვენის მხრივ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ცესკო ხელმძღვანელობდა იმ მოთხოვნებით, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, კომისიის წევრებთან მიმართებით და ამით განისაზღვრა შორმის ანაზღაურება, რაც დისკრიმინაციად ვერ ჩაითველება“,- განაცხადა გიორგი სანტურიანმა.