ცნობილია რამდენმა ორგანიზაციამ მიმართა იუსტიციის სახლს რეგისტრაციის მიზნით (18:00 საათის მონაცემები)
"რუსული კანონის" რეესტრში, ე.წ. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის ვადა ამოიწურა - გამოცემა BM.ge-ის ცნობით, 18:00 საათის მონაცემების მიხედვით, რეგისტრაციის სურვილი ორგანიზაციების 1.5%-მა გამოხატა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ ამ დროისთვის საჯარო რეესტრს უცხო ძალის ინტერესის გამტარად რეგისტრაციისთვის 469 ორგანიზაციამ მიმართა.
ცნობისთვის, გამოცემა წერს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით დევიძემ გასულ კვირას განაცხადა, რომ საქართველოში რეგისტრირებულია 31 233 არასამეწარმეო იურიდიული პირი, ანუ, არასამთავრობო ორგანიზაცია.