მკვლელობა ქარელში - სასტიკ დანაშაულში მხილებულ პირებს ადგილობრივები ლინჩის წესით გასამართლებას უანონსებენ
სასტიკი დანაშაულისთვის დაკავებული ძმების ოჯახი სოფლიდან გაიქცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივებმა მათი ლინჩის წესით გასამართლება დაანონსეს. 28 წლის ნიკა ღვინიაშვილი თანასოფლელებმა ჯერ თოკით გაკოჭეს, აწამეს და შემდეგ გაგუდეს. დანაშაული ქარელში, სოფელ ზღუდერში, მდინარის პირას მოხდა.
მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ღვინიაშვილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა მისი შველა გზაზე გამვლელმა გადაწყვიტა, მაგრამ ბრალდებულმა ძმებმა ის სიკვდილის პირას მყოფი კაცის დასახმარებლად არ მიუშვეს. არსებობს ვერსია, რომ დანაშაულის დროს ადგილზე იმყოფებოდა ერთ-ერთი დაკავებულის შვილიც, რომელიც ყველაფერს უყურებდა. ძმებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.