თბილისში მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - დაღუპულია 2 ადამიანი

03.09.24 14:42
თბილისში მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - დაღუპულია 2 ადამიანი

თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა, შედეგად ორი მუშა დაიღუპა. ფატქი tvpirveli.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

ამ დროსთვის არსებული ინფორმაციით, მატარებლის მგზავრებს შორის არავინ დაშავებულა. 

თვითმხილველთა ინფორმაციით, მატარებელი ავარიულად არის გაჩერებული და მგზავრებს გარეთ გამოსვლის საშუალება ჯერ არ აქვთ. შემთხვევა დიდუბის ტერიტორიაზე მოხდა. 

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

მსგავსი სიახლეები