რკინიგზა: დაიღუპა ჩვენი ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ

03.09.24 15:01
რკინიგზა: დაიღუპა ჩვენი ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ

თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო, დაიღუპა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ - ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის განცხადებაშია საუბარი. 

მათივე ცნობით,  მატარებელის მგზავრები არ დაშავებულან.

„მომხდარის შესახებ მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა, ხოლო შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცედურები, რის შემდეგაც განხორციელდება ბათუმი-თბილისის მატარებლის ტრანსპორტირება თბილისი ცენტრალის მიმართულებით.

„საქართველოს რკინიგზა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს თანამშრომლებსა და დაღუპულთა ოჯახებს“, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.