სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებული სამხედრო, ზურაბ ფისენკო გარდაიცვალა - თავდაცვის სამინისტრო

03.09.24 17:48
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებული სამხედრო, ზურაბ ფისენკო გარდაიცვალა - თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ ზურაბ ფისენკოს გარდაცვალების გამო, მის ოჯახსა და ახლობლებს თანგრძნობას უცხადებს.

მათი ცნობით, კაპრალი ფისენკო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, მიიღო სხეულის დამწვრობა და საქართველოში გაწეული სამედიცინო მომსახურების შემდგომ გადაყვანილ იქნა თურქეთის სპეციალიზებულ კლინიკაში, თუმცა მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, რომ კაპრალი ფისენკო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, მიიღო სხეულის დამწვრობა და საქართველოში გაწეული სამედიცინო მომსახურების შემდგომ გადაყვანილ იქნა თურქეთის სპეციალიზებულ კლინიკაში. მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.