სარკინიგზო კატასტროფა თბილისში - ვის დაუდევრობას ემსხვერპლა ორი რკინიგზელის სიცოცხლე?

03.09.24 20:03
სარკინიგზო კატასტროფა თბილისში - ვის დაუდევრობას ემსხვერპლა ორი რკინიგზელის სიცოცხლე?

 

 

ვის დაუდევრობას ემსხვერპლა ორი რკინიგზელის სიცოცხლე? სახელმწიფო კომპანის ბუნდოვანი განმარტებები არაერთ კითხვას აჩენს. სამგზავრო მატარებელი ტექნიკურ შემადგენლობას შუადღით შეეჯახა. ორი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა.

რკინიგზა ამტკიცებს, რომ იქ გეგმიური სამუშაოები მიმდინარეობდა. ჩნდება კითხვა, რატომ არ იყო გამართული უსაფრთხოების სისტემა, რომ მატარებელს არ გაევლო იქ, სადაც სამუშაოები იყო. 

დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო მოძრაობა. ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლიდან მგზავრები სხვა მატარებელში გადაიყვანეს. არცერთი მათგანი დაშავებული არ არის. რკინიგზის გადაწყვეტილებით, გაუქმდა რეისი, რომელიც თბილისიდან 17 საათზე უნდა შესრულებულიყო.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.