სერიული პედოფილიის საქმე - 32 წლის კაცი მოზარდებს ინტიმური ფოტოების და ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა

03.09.24 20:36
სერიული პედოფილიის საქმე - 32 წლის კაცი მოზარდებს ინტიმური ფოტოების და ვიდეოების გაგზავნას აიძულებდა

 

 

სერიული პედოფილი დანაშაულს აღიარებს. ბრალდებული მოქმედი ჯარისკაცია, მის საქმეში კი ამ დროისთვის 8 დაზარალებული მოზარდი ფიგურირებს. მაგრამ არსებობს არაოფიციალური ცნობებიც, რომლის მიხედვითაც სექსუალური მოძალადის მსხვერპლი მთელი ქვეყნის მასშტაბით ათობით ბავშვია. მათი ასაკი კი 10-დან 15 წლამდეა.

ბრალდებულმა დაკავებისას მთავარი ნივთმტკიცების, ტელეფონის განადგურება სცადა, თუმცა ექსპერტებმა დაზიანებული მასალა აღადგინეს. მათ შორის ის ფოტოებიც, რომელთა გასაჯაროებითაც ბრალდებული ბავშვებს აშინებდა. 

დაზარალებულებს შორის არის დაკავებულის ნათესავიც. 15 წლის გოგონა, რომელსაც აიძულა ინტიმური შინაარსის ფოტოები გადაეღო და შემდეგ სოციალურ ქსელში გაუვრცელა. საქმეში ფიგურირებს 11 წლის ბავშვიც, რომელიც ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლი გახდა. 32 წლის კაცი მოზარდებს მოკვლით ემუქრებოდა და შიშის და ტერორის ქვეშ აიძულებდა, შიშველი ფოტოები გადაეღოთ.

სერიულ პედოფილიაში ბრალდებულს ერთდროულად 7 მუხლით  გაასამართლებენ. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.