ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

03.09.24 19:25
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საგზაო მოძრაობა დღეს ღამით ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 00:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს.

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გარე განათების ქსელის განახლება მიმდინარეობს. სამონტაჟო სამუშაოების გამო, საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება 4 სექტემბრის 00:00-06:00 საათებში. გზა არ გადაიკეტება ერთდროულად ორივე მიმართულებით, მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება. გარე განათების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს“ , - ნათქვამია განცხადებაში.