ბორჯომში, ახალდაბის ტყეში ხანძარია

03.09.24 22:28
ბორჯომში, ახალდაბის ტყეში ხანძარია

ახალდაბის ტყეში, ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნულ პარკის ტერიტორიაზე, ხანძარია. ცეცხლის კერები დასახლებიდან დაახლოებით 12 კილომეტრში ფიქსირდება.  

როგორც tvpirveli.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ამ დროისთვის, ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფები თბილისიდანაც მიემართებიან.

კითხვაზე - იგეგმება თუ არა ქრობის ოპერაციაში ვერტმფრენების ჩართვაც, საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ სიახლის შემთხვევაში მედიას შეატყობინებენ.

როგორც ადგილობრივები tvpirveli.ge- ს უყვებიან, ძლიერი დაკვამლიანება ახალდაბაში, ე.წ ნეძვის ტერიტორიაზე ადგილობრივებმა, დაახლოებით, 18:00 საათზე შენიშნეს და საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში დარეკეს. 


ამ დროისთვის გამოძახებულია სამაშველო სამსახურები, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტიდან.