“ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით“- მშვენიერაძე
“არც ის ორგანიზაცები არიან მსურველები, რომლებიც დარეგისტრირდნენ, ისინიც ისეთივე მსხვერპლნი არიან ამ კანონის, როგორიც სხვები, რომლებმაც უარი განვაცხადეთ რეგისტრაციაზე“, - ამის შესახებ “ტვ პირველის“ ეთერში ორგანიზაცია, “დემოკრატიის მცველების“ თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არავის უნდა, საკუთარი ღირსების შემლახავი რეესტრის რეგისტრაცია, საკუთარი ხელით გააკეთოს.
მშვენიერაძე ამბობს, რომ ისინი ღირების შემლახავ რეესტრში დარეგისტრირებას არ აპირებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი ამ რეესტრში რეგისტრაციას არ აპირებენ, რადგან კარგად გვესმის, რომ ამ რეესტრის მიზანია, ჯერ ღირსება შეულახონ ორგანიზაციებს, რომლებიც კანონის შიშით გაივლიან რეგისტრაციას, შემდეგ კი, იმ ბერკეტების გამოყენებით, რომლებიც რუსულ კანონშია მოცემული, შეწყვიტონ მათი საქმიანობა. ეს არ არის, მხოლოდ ჩვენი ილუზიები, ეს არის ცოდნა და გამოცდილება, რომლებიც ყველამ ნახა რუსეთის მაგალითზე. ჩვენ ვიყავით და ვიქნებით რუსული კანონის აღსრულების წინააღმდეგები ქვეყანაში, “- აცხადებს ის.