ამჯერად, ხანძარი მოძვის აღკვეთილის ტყეშია - მოქალაქე სატელიტის ფოტოებს აქვეყნებს

03.09.24 23:54
ამჯერად, ხანძარი მოძვის აღკვეთილის ტყეშია - მოქალაქე სატელიტის ფოტოებს აქვეყნებს

MODIS-ის და  VIIRS -ის სატელიტური მონაცემების მიხედვით, ამჯერად, ხანძარი მოძვის აღკვეთილის ტყეშია.

ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ასევე ხანძარია ახალდაბის ტყეში, ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნულ პარკის ტერიტორიაზე.

როგორც tvpirveli.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ამ დროისთვის, ცეცხლის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფები თბილისიდანაც მიემართებიან.

კითხვაზე - იგეგმება თუ არა ქრობის ოპერაციაში ვერტმფრენების ჩართვაც, საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ სიახლის შემთხვევაში მედიას შეატყობინებენ.