ხანძარი ბორჯომის ტყეში - ცეცხლის ქრობის სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო (ბოლო ცნობები)

04.09.24 10:18
ხანძარი ბორჯომის ტყეში - ცეცხლის ქრობის სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო (ბოლო ცნობები)

 

ხანძარი ბორჯომის ტყეში - ცეცხლის ქრობის სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო.

ძნელად მისადგომ ადგილებში მხოლოდ ავიაცია მუშაობს, თუმცა უამინდობის გამო შეფერხებებით. სტიქიის ეპიცენტრი სოფელ ახლადაბასთან არის. გავრცელებული ინფორმაციით ბორჯომის უნიკალური ტყეში ხანძრი ერთ ჰექტარზეა გავრცელებული. გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის დაუდგენელია. 

შსს-ს ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.

ე.წ. ნეძვის ტერიტორიაზე, ტყის მასივში ცეცხლი გუშინ გაჩნდა.

როგორც ადგილობრივები tvpirveli.ge- ს უყვებიან, ძლიერი დაკვამლიანება ახალდაბაში, ე.წ ნეძვის ტერიტორიაზე ადგილობრივებმა, დაახლოებით, 18:00 საათზე შენიშნეს და საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურში დარეკეს. 

ადგილზე მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.