პროტესტი ჯანდაცვის სამინისტროსთან - სარჯველაძის უწყებას აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედა ტყუილში ადანაშაულებს

04.09.24 12:15
პროტესტი ჯანდაცვის სამინისტროსთან -  სარჯველაძის უწყებას აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედა ტყუილში ადანაშაულებს

პროტესტი ჯანდაცვის სამინისტროსთან - მიხეილ სარჯველაძის  უწყებას აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის დედა გუგრილობაში და ტყუილში ადანაშაულებს. თამარ იარაჯული შვილისთვის საჭირო მედიკამენტს თვეებია საქართველოში ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს. მისი თქმით, მედიკამენტი ქვეყანაში ჯანდაცვის უწყებას უნდა შეოეტანა, მაგრამ ეს უწყება ვალდებულბას არ ასრულებს. არადა, წამალი,  რომელიც დეფიციტშია, დედის ინფორმაციით, მისი შვილისტის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დილიდან თამარ იარაჯული ჯანდაცვის სამინისტროსთან დგას და მინისტრთან შეხვედრას და დახმარებას ითხოვს. 

მედიკამენტი ერთი თვეა არ შემოდის ქვეყანაში. იქამდე არ შემოდიოდა 20 მილიგრამიანი  და მშობელს უებნებოდა, რომ ორი ამ დიაგნოზის ადამიანი გაერთიანებულიყო და მლგ-იანი წამალი გაეყოთ და ესეც ძაილან დიდი დარღვევაა, იმიტომ, რომ მედიკამენტი არის უკვე მოთავსებული ნემსში და ამ ნემსიდან როგორ იღებდნენ და როგორ იყოფდნენ არ ვიცი. პირისპირ გაყენებენ იმ ფაქტის, რომ შვილი შეიძლება დაგეღუპოს ამ დიაგნოზით. ჩემი შვილი, ფაქტობრივად, იღუპება ამ დიაგნოზით. ხელებს, ხედავთ, როგორი დალურჯებული მაქვს, ისეთი ტკივილები აქვს.
მოვუწოდებ მინისტრს, მე აქედან არ ვაპირებ წასვლას, უნდა შეგვხვდეს, პირობა დაიდოს, რომ მსგავს მედიკამენტებზე აუცილებლად დაიჭირონ რაღაც პერიოდი იმის, რომ ამოწურვამდე შემოტანა მოხდეს. თურქეთის საზღვარზეა თურმე გაჩერებული ერთი თვეა მედიკამენტი. არარ ვენდობი ამ მედიკამენტს. ერთი თე თუ საზღვარზე დგას, იმიტომ, რომ მაციბარი მანქანითაც რომ გადმოიტანონ, მას სჭირდება სპეციალური დაცვის წესები, - ამბობს მოქალაქე. 

 

თამარ იარაჯულის თქმით, უწყებაში მას უთხრეს, რომ ქვეყანაში წამალი უკვე შემოსულია  და შეძენა შეუძლია. ახლა "პირველები" ჯანდაცვის სამინისტროსგან ელოდება განმარტებას, თუკი ქვეყანაში წამალი იყო, მაშინ რატომ მალავდნენ მას.