ირლანდიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

04.09.24 14:24
ირლანდიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა - საიმონ ჰარისი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.

უკრაინული მედიის ცნობით, ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომს, უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერას და კიევის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს განიხილავენ.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, საიმონ ჰარისი და ვოლოდიმირ ზელენსკი ხელს მოაწერენ ურთიერთგაგების მემორანდუმს ირლანდიასა და უკრაინას შორის ახალ ორმხრივ შეთანხმებასთან დაკავშირებით.