“მოდის მუქარები, რომ თუ ჩუმად არ ვიქნები, მასწავლებლობასაც დავკარგავ“ - “ოცნება“ სკოლის დირექტორების რეპრესიებშია მხილებული
წინასაარჩევნო ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით - “ქართულ ოცნებას“ სკოლის დირექტორების რეპრესიებში ადანაშაულებენ. სენაკის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის დირექტორი ამბობს, რომ თანამდებობიდან ყოველგვარი გაფრთხილების გაუშვეს, მის ნაცვლად კი, პოლიციის მაღალჩინოსნის, ირაკლი გვასალიას მეუღლე, ნანა ჯგერენაია დაინიშნა.
ფსიქოლოგიური ტერორისა და ზეწოლის გამო სკოლიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო სენაკის სკოლის პედაგოგმა, თამარ ყალიჩავამ, ასევე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი გახდა ჭიათურის მეშვიდე სკოლის დირექტორიც.
ყოფილი დირექტორები “პირველებს“ უყვებიან, რომ ისინი წლებია, მმართველი პარტიისგან რესპრესიების მსხვერპლნი არიან, რადგან “ოცნებას“ ისეთი დირექტორები არ სჭირდება, რომლებიც მათ მხარს არ უჭერენ.
ჩემს ადგილას პოლიციის მაღალჩინოსნი მეუღლე, ნანა ჯგერნაია დაინიშნა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი უკავშირდება, ბოლო 3 წლის მანძილზე, ჩემს მიმართ განხორციელებულ ფისქოლოგიურ ზეწოლას, პოლტიკური ნიშნით, განსხვავებული აზრის გამო. ჯერ მოვიდა გაფრთხილებები, არ დამელაიქებინა ურაკინის მხარდამჭერი პოსტები და არ გამომეხატა განსხვავებული აზრი. ჩემამდე მოდის მუქარები, რომ თუ ჩუმად არ ვიქნები, მასწავლებლობასაც დავკარგავ“,- აცხადებს ნოქალაქევის სკოლის ყოფილი დირექტორი, შორენა შამათავა
4-5 წელია, ვგრძნობ, რომ ქალაქის ხელმძღვანელობას და მასთან დაკავშირებულ ადამიანებს არ მოვწონვარ. რამდენჯერმე სცადეს ჩემი მორჩილება, შემდეგ გამათავისუფლეს და ჩემი მოადგილეც არ დატოვეს. სატყეოს უფროსის მეუღლე დანიშნეს დირექტორად, მოადგილედ კი “ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი დაუნიშნეს“,- ამბობს ჭიათურის მე-7 სკოლის ყოფილი დირექტორი, ხათუნა ბრეგვაძე.
სოფელ ნამაშევის სკოლის ყოფილი დირექტორი, მინდია გელებიანიც აცხადებს, რომ მის ნაცვლად დანიშნული “ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია.
ყოფილი დირექტორების მტკიცებით, ხელისუფლება უკვე ატერორებს პედაგოგებს და მშობლებს, რომლებიც სოციალურ ქსელში ღიად აფიქსირებენ გულის წყვეტას იმ ადამიანების წასვლაზე, ვინც სკოლებში წლები გაატარეს.