დააგვიანა თუ არა რეაგირება სამაშველო სამსახურმა? - ბორჯომში უნიკალური ტყის მასივი ბორჯომში განადგურებულია

04.09.24 20:44
დააგვიანა თუ არა რეაგირება სამაშველო სამსახურმა? - ბორჯომში უნიკალური ტყის მასივი ბორჯომში განადგურებულია

დააგვიანა თუ არა რეაგირება სამაშველო სამსახურმა - უნიკალური ტყის მასივი ბორჯომში განადგურებულია. თუმცა შესაძლებელი იყო თუ არა მასშტაბური ხანძრის თავისდან აცილება  - ამ კითხვაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. ცეცხლი ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ტერიტორიაზე გაჩნდა, რომელიც მუდმივი კონტროლის ქვეშ არის. თუმცა ადგილობრივები ყვებიან, რომ ბოლო დღეებში დაცულ ტერიტორიაზე ბევრი ტურისტი გადაადგილდებოდა. 

ხანძრის ჩაქრობაში დილიდან 4 ვერტმფრენი იყო ჩართული. სწორედ ავიაციის დახმარებით მოხერხდა ერთ ჰექტარზე მოდებული ცეცხლის ჩაქრობა. 150 მაშველი, რომელიც ადგილზე იყო მობილიზებული უშუალოდ ხანძრის კერასთან რთული რელიეფის გამო ვერ მიდიოდა. ადგილობრივები მთელი ღამის განმავლობაში შიშველი ხელებით ცდილობდნენ სტიქიასთან გამკლავებას. ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია და დარჩენული აალებადი კერების დამუშავება მიმდინარეობს.

ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟი.