ქეთი ჯავახიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული შესაძლოა, კიდევ ერთი დანაშაულისთვის გაასამართლონ

04.09.24 20:46
ქეთი ჯავახიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული შესაძლოა, კიდევ ერთი დანაშაულისთვის გაასამართლონ

ქეთი ჯავახიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული შესაძლოა, კიდევ ერთი დანაშაულისთვის გაასამართლონ. ოთარ ცინდელიანს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლის ცემას ედავებიან.  ამბავს სასამართლო სხდომაზე დღეს პროკურორი მოყვა.  მოსამართლემ კი ცნობა დასაშვებად მიიღო, რის გამოც, არ არის გამორიცხული, რომ ოთარ ცინდელიანს მაღალჩინოსანზე ძალადობის მუხლით ბრალი უფრო დაუმძიმდეს. 

მანამდე კი ბრალდებულის  წინააღმდეგ დღეს  კიდევ ერთხელ  გასაჯაროვდა  ფოტო მტკიცებულებები, რომელიც მსხვერპლის წამებას ასახავს. მასალებით ირკვევა,რომ ქეთი ჯავახიშვილი ოთარ ცინდელიანს პრაქტიკულად დანით ჰყავს აჩეხილი.  ფიზიკურ  ძალადობას ბრალდებული ახალგაზრდა ქალის მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს კი ცინდელიანმა  ქეთი ჯავახიშვილი ანთებული სიგარეტით დაწვა.

ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟი.