გორში, თბილისი-ფოთის მატარებელი გაფუჭდა (ფოტო)

04.09.24 20:21
გორში, თბილისი-ფოთის მატარებელი გაფუჭდა (ფოტო)

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გორში, თბილისი-ფოთის მატარებელი გაფუჭდა, რის გამოც ვაგონებიდან მგზავრების გამოყვანა გახდა საჭირო.

როგორც მოქალაქე, ლუკა ცისკაძე წერს, ინფორმაცია, თუ რატომ შეფერხდა მატარებლის გადაადგილება, არ აქვს.

აი, თბილისი ფოთის მატარებელი გაფუჭდა, მგზავრები გორში ჩამოგვსვეს და ეხლა რაღაც თეატრშიც მივყავართ მგონი.

მიდიოდა მატარებელი 2“- წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

ინფორმაციის გადამოწმებას “ტვ პირველი“ რკინიგზის დეპარტამენტში ცდილობს.