ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება - გლდანში IRI - ის წარმომადგენლები მივიდნენ
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიიის წარმომადგენლები გლდანში, იმ ადგილზე მივიდნენ, სადაც პოლიციამ ძალის გამოყენებით, საკრებულოს დეპუტატები - ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე დააკავა.
IRI - ის წარმომადგენლები მომხდარს დეტალურად ეცნობიან.
თბილისის საკრებულოს წევრები ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე პოლიციამ რამდენიმე წუთის წინ, ძალის გამოყენებით დააკავა. გომელაურის უწყების ცნობით, საკრებულოს დეპუტატები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, გასული წლის 22 სექტემბერს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დეპუტატი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდა და ამბობდა, რომ ფიზიკურად"ოცნებასთან" დაახლოებული პირები გაუსწორდნენ.