მარიამ დოლიძე: პოლიციელები ფიზიკურად გამისწორდნენ, არ დაინდეს ქალები

04.09.24 22:48
მარიამ დოლიძე: პოლიციელები ფიზიკურად გამისწორდნენ, არ დაინდეს ქალები

 

 

გლდანში, საკრებულოს დეპუტატების დაკავების თვითმხილველი ამბობს, რომ პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მარამ დოლიძე ამბობს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც მოქალაქეებს სასტიკად უსწორდებოდნენ, არაფერი აქვთ საერთო სამართალდამცველებთან, ისინი კრიმინალები არიან.

ყველაფერი მტკივა, ხელები გადამიგრიხეს, შარვალზე მაქვს წიხლი ჩარტყმული, ე. წ. სამართალმდაცველებმა ჩამარტყეს. ვერ ავხსნი სიტყვებით, როგორ სისატიკით გვისწორდებოდნენ. მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირებით არ დაკმაყოფილდნენ, ფიზიკურად გვისწორდებოდნენ, ქალებს, კაცებს. უბედურება ხდებოდა, მსგავსი არასდროს არაფერი მინახავს. ამათ საერთო სამართალთან არაფერი აქვთ, ისინი კრიმინალები არიან“,- უთხრა “პირველებს“ დოლიძემ.

თბილისის საკრებულოს წევრები ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე პოლიციამ რამდენიმე წუთის წინ, ძალის გამოყენებით დააკავა. გომელაურის უწყების ცნობით, საკრებულოს დეპუტატები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, გასული წლის 22 სექტემბერს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

დეპუტატი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდა და ამბობდა, რომ ფიზიკურად"ოცნებასთან" დაახლოებული პირები გაუსწორდნენ.