ირაკლი ეძგვერაძეს პროვოკაცია მოუწყვეს - ლილე ლიპარტელიანი
თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლილე ლიპარტელიანი აცხადებს, რომ ირაკლი ეძგვერაძეს პროვოკაცია მოუწყვეს და მისი დაკავება სრული შეგნებით მოხდა.
ეს არის ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული, შეშინებული ხელისუფლების ქმედება - ასეთია ლიპარტელიანის პოლიტიკური შეფასება.
მისი თქმით, ორივე დეპუტატი პოლიციამ პოლიტიკური ნიშნით აიყვანა:
ასე იქცევა შეშინებული ხელისუფლება. ფიზიკურ ძალადობაზე და დაჭერებზე გადავიდა. ეძგევრაძეც და ნადირაძეც პოლიტიკური ნიშნით დააკავეს, იმიტომ რომ ერთიც და მეორეც აქტიურობენ. ნადირაძე მანქანიდან გადმოიყვანეს და ისე დაააკვეს. ეძგვერაძეს შელაპარაკება ჰქონდა და გასაგებია. დაიწყო თუ არა ეძგევრაძემ გლდანში ეგრევე მოხდა პროვოკაცია, სრული შეგნებით მოხდა ირაკლიზე პროვოკაცია, დაკავება და შემდეგ უკვე ნადირაძეც.
რატომ უდნა დააკავო თუ არ ხარ ხელისუფლება, რომელიც ძალაუფლებას კარგავს და ჩაბღაუჭებულია ძალაუფლებას. ეს არის შეგნებულად მოწყობილი პროვოკაცია“,- განაცხადა ლიპარტელიანმა.
თბილისის საკრებულოს წევრები ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე პოლიციამ რამდენიმე წუთის წინ, ძალის გამოყენებით დააკავა. გომელაურის უწყების ცნობით, საკრებულოს დეპუტატები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, გასული წლის 22 სექტემბერს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დეპუტატი მომხდარს მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდა და ამბობდა, რომ ფიზიკურად"ოცნებასთან" დაახლოებული პირები გაუსწორდნენ.