არ გვეუბნებიან სად ჰყავთ დაკავებულები - ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ეძგვერაძე და ნადირაძე ნაცემები არიან

04.09.24 23:48
არ გვეუბნებიან სად ჰყავთ დაკავებულები - ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ეძგვერაძე და ნადირაძე ნაცემები არიან

საკრებულოს დაკავებული დეპუტატების ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ირაკლი ეძგვერაძე და ირაკლი ნადირაძე ნაცემები არიან და სწორედ ამიტომ არ ამბობენ სამართალდამცველები, თუ სად გადაიყვანეს ისინი.

ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ ახლა “კოკა კაციტაძის უწყება ადგილზე უნდა იყოს და საკუთარი პოლიციელების მიერ ჩადენილ  დანაშულს იძიებდეს.“

თავდაპირველად ვიტყვი, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა იარაღიანმა ადამიანებმა, რომლებიც რაღაც დროის განმავლობაში დადიოდნენ, ნადირაძეზე და ეძგვერაძეზე ფიზიკურად იძალადეს, სახლში შემოუვარდნენ, გამოკეტეს. ეს არის ყველანაირ კანონდარღვევა, სისხლის სამართლის დანაშული, სად არის კოკა კაციტაძის უწყება? ის აქ უნდა იყოს და იძიებდეს, პოლიციელიბის მიერ ჩადენილ დანაშაულს. თუმცა ესენი პოლიციელებივით არ მოქმედებენ, ესენი იყვნენ ბანდიტური ჯგუფი, რომლებიც იყვნენ სამოქალქო ფორმაში ჩაცმულები, იარაღით და ფიზიკურად გაუსწორდნენ ნადირაძეს, ეძგევრაძეს და არ გვეუბნებიან სად გადაიყვანეს. 

ეს არის ადამიანების გატაცება, ასე იქცევა ბანდიტების ჯგუფი, ეს ადამიანები არ იქცევიან როგორც პოლიციელები. ყევლასთან მოვა სამართალი და კანონიერება, სწორედ ამ ბანდიტურ ჯგუფთანაც, რომელიც ეძგვერაძეს შემოუვარდა და სახლში დააკავა“, - განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ადვოკატი აცხადებს, რომ ეს პოლიციელები, რომლებსაც ფორმა არ ეცვათ, პოლიტიკურ დავალებას ასრულებდნენ.