რა გინდათ, მოვკვდეთ? - ირაკლი ეძგვერაძის დედა
ირაკლი ეძგვერაძის დედა შვილის დაკავების შემდეგ მძიმე ფისქოლოგიურ სტრესშია. ოჯახმა არ იცის, რა მოიმოქმედოს.
რა გინდათ, მოვკვდეთ? - ეუბნება "ოცნების" ხელისუფლებას დაკავებული ოპოზიციონერის დედა და იმ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს, რასაც მისი ოჯახი ხელისუფლების პირობებში გადის.
მთელი ჩემი ცხოვრება ახალგაზრდობას ვემსახურები, მთელი ცხოვრება სიმართლით და პატიოსნად ვიცხოვრეთ მეც და ჩემი ყველა ოჯახის წევრმა. მეტყობა კიდეც, თვალში სისხლის ჩაქცევა მომივიდა. ამდენი ნერვიულობა ნორმალურ ადამიანებს არ შეუძლიათ. მე მართლა არ შემიძლია. განსხვავებულ აზრს პატივი უნდა სცენ, ყველა ქვეყანაში ასეა მიღებული. ეს რაღაც საშინელებაა, ჯოჯოხეთი, თუნდაც ის, რაც ჩემს შვილს აქ მოუწყვეს და რაც მოხდა. მთელი ჩემი ცხოვრება ჩემი პროფესია არის აუდიტორიასთან საუბარი, ახალგაზრდებათან საუბარი, ყველა ძალიან მიყვარს და პირველად დავიბენი ისე, რომ ვერ ვლაპარაკობ, აი რა ვთქვა აღარ ვიცი და ყველას მივმართავ, ცოტა ოდნავ თუ უნარი გაქვთ სიყვარულის, შეიყვარეთ თქვენი ხალხი, შეიყვარეთ. არ შეიძლება ასე მოქცევა, არც დედებთან, არც მამებთან. ჩემს მეუღლეს სტენდი აქვს გულში, გაშავებული იყო კაცი, რომ ჩამოვედით დაბლა. რა გინდათ, მოვკვდეთ? კი ბატონო, მეტი რა ვთქვათ? - ამბობს "პირველებთან" ეძგვერაძის დედა.
ხმაური და დაპირსპირება ირაკლი ეძგვერაძის სახლთან გვიან ღამით დაიწყო. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ხელბორკილები პოლიციამ დაადო. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს, რომ გლდანში იმ დროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. კადრებში ისმის ხმაც, რომ "არიან პოლიციელები და აკავებენ". შინაგან საქმეთა სამინისტროშიი ამტკიცებენ, რომ ეძგვერაძის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა, რადგან დაკავებულმა კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებდნენ საგამოძიებო მოქმედებას ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, ხელი შეუშალა. თუმცა ამ ვერსიის არ სჯერათ "ერთიანობის კოალიაციაში", ფიქრობენ, რომ ეს ოცნების დაანონსებული შურისძიებისს დასაწყისია წინასაარჩევნოდ.