"მინისტრი სარჯველაძე გათავისუფლდეს თანამდებობიდან" - მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი კობახიძის სამსახურთან

05.09.24 11:48
"მინისტრი სარჯველაძე გათავისუფლდეს თანამდებობიდან" - მძიმე დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი კობახიძის სამსახურთან

მთავრობის ადმინისტრაციასთან პროტესტია. ირაკლი კობახიძის სამსახურთან დილიდან იშვიათი დიაგნოზის მქონე მოზარდების მშობლები შეიკრიბნენ. მოქალაქები პრემიერს და ჯანდაცვის მინისტრს 10 დღიან ვადას აძლევენ, რომ მათ წერილს და მოთხოვნას გაეცნონ. მშობლებს აინტერესებთ, რატომ აგვიანებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების გაცემას სახელმწიფო.

მათი განცხადებით, მედიკამენტების არ არსებობასთან ერთად, პრობლემაა საჭირო კვლევების დაფინანსებაც.

მშობლები ამბობენ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ბავშვების პრობლემა ვერ გადაჭრა, ამიტომაც ისინი ახლა კობახიძისგან მიხეილ სარჯველაძის გადაყენებას მოითხოვენ. 

აუტიზმის პროგრამის ჩართვის დღიდან, გვიწევს ყველაფრის, აქციებით, პროტესტით მოპოვება. ანუ, ამ ქვეყანაში ბავშვტა უფლებები არის საშინლად დარღვეული. არასწორმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის სიკვდილიც კი და აი ასე, სახელმწიფო თამაშობს ამ ბავშვებით. ხან გვაძლევენ წამალს და ხან არა. ვართ ძალიან ცუდ პირობებში. შევიტანეთ წერილი პრემიერთან. ვითხოვთ შეხვედრას. დაუშვას პრეცენდენტი ბატონმა ირაკლიმ. ფაქტია, რომ ეს ადამიანი (ჯანდაცვის მინისტრი) ვერ აგვარებს ამ პრობლემას და მისი პასუხისმგებლობა მინიმუმ იმით უნდა დადგდს, რომ ის გათავისუფლდეს არსებული თანამდებობიდან", - ამბობს მშობელი.