საზაფხულო არდადეგების მძიმე დასასრული - მათიკაშვილს "მონა" ეძახეს

05.09.24 20:07
საზაფხულო არდადეგების მძიმე დასასრული - მათიკაშვილს "მონა" ეძახეს

საზაფხულო არდადეგების მძიმე დასასრული - ევროტურიდან თბილისისკენ მომავალ “ოცნების“ დეპუტატს შვებულება ჩაუმწარეს. მონას მოსმენა ამჯერად  დავით მათიკაშვილს მოუწია. რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს მიუნხენის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი დიდხანს ემახსოვრება. სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც მთელი ცხელი გაზაფხულის განმავლობაში ქვეყნის ევროპულ მომავალს ქუჩაში იცავდა, არ მოერიდა მათიკაშვილისთვის საკუთარი დამოკიდებულება საჯაროდ ეთქვა. 

წყობიდან გამოსული დეპუტატი ქალის ლანძღვაზე გადავიდა. ის რაც მიუნხენში ვერ უთხრა, უკვე თბილისში დაბრუნების შემდეგ გააგრძელა. “სახედრისგან წიხლი არ მწყენია“ -  მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ის პოლიტიკური კამპანიის მსხვერპლია, თუმცა პასუხი ამ შეფასებაზე მალევე მიიღო. ის ხალხი, ვინც რუსულ კანონს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთლეობის რისკის ფასად აპროტესტებდა, “ოცნებას“ ურჩევს რეალობას შეეგუონ. საზოგადოების პროტესტის მოსმენა მოუწევთ ყველგან სადაც გამოჩნდებიან.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.