რუსული რეესტრი რუსული ორგანიზაციების გარეშე - ვინ არიან და რას აკეთებენ საქართველოში რუსული ფულით, კრემლის პროპაგანდისტები

05.09.24 20:35
რუსული რეესტრი რუსული ორგანიზაციების გარეშე - ვინ არიან და რას აკეთებენ საქართველოში რუსული ფულით, კრემლის პროპაგანდისტები

რუსული რეესტრი რუსული ორგანიზაციების გარეშე. იძებნებიან ის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფულს მოსკოვიდან იღებენ, მაგრამ ამის აღიარება ოფიციალურად არ სურთ. არადა სწორედ ეს ორგანიზაციები ლობირებდნენ რუსულ კანონს, კანონის მოწინააღდეგეებს კი შავ პიარს უგორებდნენ. სპუტნიკი, მირი, რუსეთის პირველი არხის წარმომადგენლობა, პრიმაკოვის ფონდი - ყველა რუსეთიდან ფინანსდება და საქართველოში რუსეთის ინტერესებს ემსახურება, თუმცა ამის აღიარება ოფიციალურად არ სურთ. 

დარეგისტრირდნენ თუ არა ე.წ.აგენტების რეესტრში - დღეს ამ მარტივ კითხვაზე “პირველებს“ ან ემალებოდნენ, ან ლანძღავდნენ. ბევრი მცდელობის მიუხედავად კითხვებზე პასუხები ვერ მივიღეთ. ეს ორგანიზაციები “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში წლებია საქართველოში მუშაობენ და კრემლის პროპაგანდას ეწევიან. მართავენ ტრეინინგებს და კონფერენციებს, მაგრამ რუსულ რეესტრში ისინი ამ დრომდე არ იძებნებიან.

ვრცლად, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.